შემაჯამებელი სამუშაო
სახელი---------------- გვარი--------------------
Iკლასი ქართული ენა და ლიტერატურა
თაგვები და კატა
თაგვებს კატამ საქმე გაუჭირა. დღე ისე არ გავიდოდა, ოთხი-ხუთი მაინც არ დაეჭირა.
შეწუხდნენ თაგვები. მოიყარეს ერთად თავი და დიწყეს ბჭობა,
თუ როგორ ეშველათ თავიანთი
გასაჭირისთვის.
ერთმა ყმაწვილმა თაგვმა თქვა:
ფიქრი ნუ გაქვთ, ძმებო, საქმეს ადვილად მოევლება.
ჩვენი უბედურება ის არის, კატის მოახლოებას გვიანღა ვიგებთ. ჩვენ რომ ციცუნიას ეჟვანი
შევაბათ, ჟღარუნს გავიგონებთ და დროზე მოვკურცხლავთ.
-მშვენიერი აზრია! - ერთხმად წამოიძახეს თაგვებმა.
მაშინ მოხუცმა თაგვმა იკითხა:
-ვინ შეაბამს კატას ეჟვანს?
ამის გაგონებაზე ყველანი შიშის კანკალმა აიტანა
და სოროში გაცვივდნენ.
წაიკითხე შეკითხვები.
შემოხაზე სწორი პასუხები:
1 ვინ გაუჭირა თაგვებს საქმე?
ა)
ძაღლმა;
ბ)
დიასახლისმა;
გ)
კატამ.
2 რის გამო შეიყარნენ თაგვები?
ა)
ბჭობდნენ, როგორ დაეხსნათ კატისგან თავი;
ბ)
კატისთვის ხაფანგის დაგებას აპირებდნენ;
გ)
სანადიროდ აპირებდნენ წასვლას.
3 რა თქვა ყმაწვილმა თაგვმა?
ა)
საკუჭნაოში სიარულს თავი დავანებოთო;
ბ)
კატას ეჟვანი შევაბათ,რომ მისი მოახლოება გავიგონოთო;
გ)
კატას ხაფანგი დავუგოთო.
4 რა იკითხა მოხუცმა თაგვმა?
ა)
ვინ შეაბამს კატას ეჟვანსო?
ბ)
ხაფანგი როგორ გავაკეთოთო?
გ)
თუ საკუჭნაოში აღარ ვივლით, საჭმელი როგორ გავაკეთოთო?
5 რატომ მიიმალნენ თაგვები?
ა)
მოხუცი თაგვის შერცხვათ;
ბ)
არ მოეწონათ მოხუცის ნათქვამი;
გ)
შეეშინდათ, მიხვდნენ,რომ კატას ეჟვან ვერავინ შეაბამდა.
ნაწარმოების რომელი გმირია ყველაზე ჭკვიანი?
7
მოცემულ სიტყვებს მიუწერე მრავლის აღმნიშვნელი სიტყვები:
თავი --------
დღე----------
კატა----------
8 რამდენი სიტყვაა ბოლო
აბზაცში?
ა) 4;
ბ) 25;
გ) 9.
9 ამოიწერე საგნის აღმნიშვნელი
4 სიტყვა:-------------------------------------------------
1 დახატე ამ ნაწარმოების
რომელიმე პერსონაჟი: