понедельник, 21 мая 2018 г.




შიდა შეფასების გაკვეთილის გეგმა
საგანი
მათემატიკა
თარიღი
17/05/18
მასწავლებლის სახელი გვარი

მარინე ელიაშვილი
სწავლების საფეხური / კლასი:

4 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
25 მოსწავლე
სპეციალური საჭიროების
მოსწავლე არ არის
თემა
წილადი. მთელის ნაწილი; მეორედი, მესამედი, მეოთხედი.
მიზანი
მოსწავლეებმა ისწავლონ და განივითარონ მთელის ერთი მეორედის, ერთი მესამედის, ერთი მეოთხედის ამოცნობისა და დასახელების უნარ-ჩვევები.
ესგ-ის  შედეგი.
მისაღწევი შედეგის ინდიკატორები.

მათ.IV.4.      მოსწავლეს შეუძლია მთელის ნაწილების (ნახევარი, მესამედი, მეოთხედი) ერთმანეთისაგან განსხვავება, დასახელება და შედარება
·         ამოიცნობს და ასახელებს მთელის ნახევარ/მესამედ/მეოთხედ ნაწილებს სხვადასხვა მოდელზე (მონაკვეთის, მართკუთხედის და წრის მოდელებზე, მაგალითად ნამცხვარი, საათი, შოკოლადის ფილა);
·         ახდენს ნაწილის, როგორც მთელის ტოლ ნაწილებად დაყოფის შედეგის და საგანთა სტრუქტურის მქონე გროვის ტოლი რაოდენობის ჯგუფებად დაყოფის შედეგის დემონსტრირებას;
საჭირო დრო

45 წუთი
წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები

მოსწავლეებმა იციან გაორმაგება-განახევრება, რიცხვების წარმოდგენა ტოლ ნაწილებად, 1000000-ის ფარგალში არითმეტიკული მოქმედებების (გაყოფა-გამრავლება) შესრულება ცნობენ გეომეტრიულ ფიგურებს: მონაკვეთი, წრე, მართკუთხედი, კვადრატი.
სასწავლო რესურსები

მოსწავლის წიგნი, ფლიფჩარტი, ნაწილების მოდელები, დაფა, ცარცი, მაგნიტები.
აქტივობები

საშინაო დავალების შემოწმება, განხილვა დაფაზე; კლასთან ინტერაქცია, მთელ კლასთან მუშაობა, ჯგუფური მუშაობა.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები

მოსწავლეები  შეძლებენ მთელის ტოლ ნაწილებად დაყოფის დემონსტრირებას, პრაქტიკული აქტივობების დახმარებით განამტკიცებენ გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას.
შეფასების ტიპები და მეთოდები
განმავითარებელი კომენტარი; დაკვირვება.
                                 
თვითშეფასება:
(შეფასებისა და თვითშეფასების რუბრიკები თან უნდა ერთვოდეს გეგმას)
გაკვეთილის მსვლელობა
A ფაზა - გამოწვევა -  7 წთ
N
აქტივობა
მეთოდი
კლასის  ორგანიზაცების
ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
1.

საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, გაკვეთილის თემის, მიზნისა და შეფასების რუბრიკის წარდგენა.
ვერბალური


მთელი კლასი
ჟურნალი, კალამი, დაფა, ცარცი
2წთ.
მოსწავლეთა მობილიზება საგაკვეთილო პროცესისათვის.

2.
წინარე ცოდნის გააქტიურება, საშინაო დავალების ერთობლივი განხილვა.
1.დახაზე მონაკვეთი, წრე, მართკუთხედი, კვადრატი. დაყავი ფიგურები ორ, სამ და ოთხ ტოლ ნაწილად.
2.გაანახევრე: 30; 50; 68; 120.
3.გააორმაგე: 17; 23; 44; 65.


დაფასთან მუშაობა კლასთან ინტერაქცია









მთელი კლასი
სახელმძღვანელო, რვეული, დაფა, ცარცი.
5წთ.
წინარე ცოდნის შემოწმება/ გააქტიურება







B ფაზა - შინაარსის რეალიზება (სიღრმისეული წვდომა, ცოდნის კონტრუირება) –18 წთ
N
აქტივობა
მეთოდი
კლასის  ორგანიზაცების
ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
1.

ახალი მასალის ახსნა
მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს: რას ნიშნავს რიცხვის განახევრება? (რიცხვის ორ ტოლ ნაწილად გაყოფა) რამდენი იქნება 40-ის ნახევარი? (20) 90-ის ნახევარი? (45) რიცხვის განახევრება შეგვიძლია, მაგრამ საინტერესოა, შეგვიძლია თუ არა ფიგურების ორ ტოლ ნაწილად დაყოფა? (შეგვიძლია) მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ამოიღონ წინასწარ გამოჭრილი გეომეტრიული ფიგურები (წრე, კვადრატი, მართკუთხედი) და გადაკეცონ ისე, რომ ორი ტოლი ნაწილი მიიღონ. ეკითხება: როგორ ნაწილებს მიიღებთ წრის გადაკეცვით? (ორ ერთნაირ ნახევარწრეს). კვადრატის გადაკეცვით? (ორ ერთნაირ მართკუთხედს ან სამკუთხედს). ასევე მართკუთხედსაც გაყოფენ ორ ტოლ ნაწილად და მიიღებენ ორ ერთნაირ მართკუთხედს.
რა შეიძლება ვუწოდოთ ფიგურის ორი ტოლი ნაწილიდან თითოეულს? (ფიგურის ნახევარი ნაწილი) შემდეგ აღნიშნავს, რომ ნახევარს ასევე შეიძლება ვუწოდოთ მეორედი ნაწილი. რა შეიძლება დაარქვან ნაწილებს, როცა ფიგურა დაყოფილია სამ ტოლ ნაწილად? (ფიგურის მესამედი ნაწილი) ოთხ ტოლ ნაწილად? (მეოთხედი ნაწილი).

კითხვა-პასუხი
კონსტრუქტი-ვისტული
მთელი კლასი
თვალსაჩინოება, დაფა, ცარცი.
8 წთ.
წილადის ცნების გააზრება
2.
წილადის ჩანაწერის ახსნა
მოსწავლეებს უჩვენებს პოსტერს, სადაც გამოსახულია წილადების მოდელები. პოსტერზე დაკვირვების შემდეგ ისინი მიხვდებიან ნაწილების ჩაწერის წესსაც: ნაწილის ჩასაწერად საჭიროა ხაზის გამოყენება. ხაზის ქვევით იწერება რიცხვი, რომელიც გვიჩვენებს რამდენ ტოლ ნაწილადაა დაყოფილი მთელი. ხოლო ხაზის ზემოთ რიცხვი, რომელიც გვიჩვენებს აღებული ნაწილების რაოდენობას. მასწავლებელი მოსწავლეების დახმარებით სრულყოფილად ჩამოაყალიბებს წილადის განმარტებას: წილადი არის რიცხვი, რომელიც მთელის-ერთეულის ტოლ ნაწილებს (ერთს ან რამდენიმეს) წარმოადგენს.
დაფასთან მუშაობა, პოსტერის წაკითხვა
მთელი კლასი





პოსტერი-წილადები, დაფა, ცარცი.
7წთ.
წილადის ჩანაწერის გააზრება/
წაკითხვა, განმარტება
3
თამაში ნაწილებით მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს უჩვენონ მას მითითებული მთელი ფიგურის ნაწილი.
შემეცნებითი მათემატიკური თამაში
მთელი კლასი
თაბახის ფურცლებისგან გამოჭრილი გეომეტრიული ფიგურები
3წთ.
ახალი მასალის გააზრება

C ფაზა-რეფლექსია - შეჯამება-გამთლიანება- 20 წთ.
N
აქტივობა
მეთოდი
კლასის  ორგანიზაცების
ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
1.

ჯგუფური მუშაობა:
მზაობის გათვალისწინებით კლასი იყოფა ჯგუფებად და ეძლევათ დიფერენცირებული დავალებები

I ჯგუფი: გაარკვიეთ ფიგურის რა ნაწილია გაფერადებული და გააკეთეთ შესაბამისი ჩანაწერი.

II ჯგუფი: გააფერადე თითოეული ფიგურის მითითებული ნაწილი.

III ჯგუფი: დახაზეთ ორი კვადრატი. თითოეული მათგანი დაყავი 4 ტოლ ნაწილად სხვადასხვანაირად. გააფერადე კვადრატის ერთი მეორედი.

IV ჯგუფი: მეგობრებმა ხაჩაპური 4 ტოლ ნაწილად დაჭრეს. საუზმის შემდეგ თეფშზე 1 ნაწილი დარჩა. ხაჭაპურის რა ნაწილი შეიჭამა? (შეასრულეთ შესაბამისი ჩანახატი)

V ჯგუფი: ჩაწერეთ თითოეული წილადი ციფრებით და გააკეთეთ შესაბამისი ჩანახატი.
ა)ერთი მეოთხედი;
ბ)ორი მესამედი;
გ)სამი მეოთხედი;
დ)ერთი მეორედი.
ჯგუფური მუშაობა
ჯგუფები
დავალების ბარათები, წებოვანი, ხვადასხვა ფორმის სტიკერები, წებო, თაბახის ფურცლები,ფორმატები
13წთ.
ახალი მასალის გაგება-გააზრება; წინარე ცოდნასთან კავშირის დამყარება.
2.
ნამუშევრების წარმოდგენა
პრეზენტაცია

თაბახის ფურცლები,ფორმატები
5წთ.


2.
მოსწავლეთა თვითშეფასება;
მასწავლებლის რეფლექსია და დავალების მიცემა.

მთელი კლასი
თვითშეფა
სების ბარათები
2წთ.



მოსწავლის შეფასების რუბრიკა

 კარგი
საშუალო
დამაკმაყოფილებელი
აქტიურადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში
თავი გამოიჩინა გაკვეთილის მსვლელობისას
საჭიროებს დამატებით მუშაობას უკეთესი შედეგის მიღწევის მიზნით
საჭიროებს მასწავლებლის დახმარებას
შეუძლია ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება
კარგად გაართვა თავი დაგეგმილ ამოცანებს
საჭიროებს დამატებით მუშაობას უკეთესი შედეგის მისაღწევად
საჭიროებს მასწავლებლის დახმარებას













მოსწავლის სახელი და გვარი_________________________________________

1. როგორ შეაფასებ დღევანდელ გაკვეთილს?
_______________________________________________________________________
2. რა იყო დღეს ყველაზე საინტერესო შენთვის?
_______________________________________________________________________
3. რა იყო დღეს ყველაზე რთული შენთვის?
_______________________________________________________________________
4. რაში გჭირდება დახმარება?
_________________________________